Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის არჩევნების შედეგები გაურკვეველია ნაწილობრივ განმეორებით კენჭისყრამდე


სერბიაში არჩევნების შემდგომი გაურკვევლობა გაგრძელდა. მას მერე, რაც განიხილა დარღვევები გამო საჩივრები, საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ულტრა-მემარჯვენე,სერბიის დემოკრატიული პარტია „დვერი“, ვერ მიიღებს მანდატებს, რადგან ვერ გადალახა ხუთპროცენტიანი ზღუდე. თუმცა „დვერის“ კვლავ აქვს შანსი მოხვდეს პარლამენტში და დაიკავოს 13 ადგილი, როცა განმეორებითი არჩევნები ჩატარდება 4 მაისს 15 საარჩევნო უბანში, სადაც 127 ათასი ამომრჩეველია. პრემიერ ვუჩიჩის პარტია იხეირებს თუ ეს 13 ხმა „დვერიმ“ ვერ მოიპოვა. ამ შემთხვევაში, სერბიის კანონმდებლობის მიხედვით, ხმები გაუნაწილდება პარტიებს, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს. დედაქალაქ ბელგრადში 30 აპრილს გაიმართა საპროტენსტო აქცია, რომლის მონაწილეები, დაახლოებით ორი ათასი კაცი, პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრ ვუჩიჩს ადანაშაულებენ, არჩეავნეის შედეგების მანიპულირებაში.

XS
SM
MD
LG