Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ავსტრალიელი ქალის გატაცებაში შეიძლება თანამშრომლები იყვნენ გარეული


ავღანეთის ოფიციალურ პირთა თქმით, მათ დააკავეს ცხრა ეჭვმიტანილი, კეტრინ ჯეინ უილსონის გაუჩინარებასთან სავარაუდო კავშირის გამო. უილსონი, ჰუმანიტარული მუშაკია, რომელიც ავღანეთის აღმოსავლეთში დაიკარგა და სავარაუდოდ, გატაცებულია. ატაულა ხოგიანიმ, ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა თქვა, რომ უილსონის ზოგიერთი თანამშრომელი შეიძლება დაკავშირებული იყო მის გატაცებასთან. უილსონი ავღანელ ქალებს მათი ნაქარგი ნამუშევრების გასაღებაში ეხმარება. ხოგიანის ვარაუდით, გატაცება წინასწარ იყო დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG