Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს სურს სირიის მთავრობის „სიმშვიდის რეჟიმი“ ალეპოზეც გავრცელდეს


რუსეთმა განაცხადა, რომ პირველ მაისს გაიმართა მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ სირიის ქალაქ ალეპოზეც გავრცელდეს დროებითი ცეცხლის შეწყვეტა. ინტენსიური მოლაპარაკების შესახებ განაცხადა გენერალმა სერგეი კურალენკომ, ცეცხლის შეწყვეტის რუსეთის სამეთვალყურეო ცენტრის ხელმძღვანელმა. მისი ნათქვამიდან ჩანს, რომ მოსკოვის პოზიცია შეიცვალა ამ მხრივ, რადგან კრემლი აცხადებდა, რომ არ აპირებს სირიის მთარობას მოთხოვოს შეაჩეროს ალეპოს არეალში დაბომბვა, რადგან ის ებრძვის ჯიჰადისტების რაზმებს, რომლებზეც არ ვრცელდება თებერვლის ზავი. ერთი კვირაა გრძელდება ალეპოზე იერიშები, დაიხოცა ასეულობით სამოქალაქო პირი და გაერს შუამავლობით ამოქმედებულ სამშვიდობო პროცესს საფრთხე შეექმნა. სირიის არმიამ „სიმშვიდის რეჟიმი“გამოაცხადა 29 აპრილს ლატაკიასა და დამასკის გარეუბნებში.

XS
SM
MD
LG