Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 33-მდე გაიზარდა მოწამლული ტკბილეულით დახოცილთა რიცხვი


ოფიციალურ პირების ცნობით, პირველ მაისს კიდევ ათი ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი, დაიხოცა ამ ინციდენტის გამო, როცა პენჯაბის პროვინციაში სტუმრებს და ახლობლებს ბავშვის დაბადების დღეზე ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. ცამეტი ადამიანი საავადმყოფოშია. პოლიციის თანახმად, დაკავებულია ტკბილეულის მაღაზიის ორი მფლობელი და ერთი თანამშრომელი. ამავე ცნობით, დადგინდა პროდუქტში პესტიციდების კვალი. პაკისტანს კვების პროდუქტების უსაფრთხოების ძალიან დაბალი სტანდარტების მქონე ქვეყნის რეპუტაცია აქვს.

XS
SM
MD
LG