Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს შორეულ აღმოსავლეთში მიწის უფასოდ დარიგების შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, უფასოდ მიიღონ მიწის ნაკვეთი შორეულ აღმოსავლეთში. მოსკოვის ეს ნაბიჯი რეგიონში ადამიანების მიზიდვას უნდა მოემსახუროს. კანონი ვრცელდება რუსეთის ყველა მოქალაქეზე იმ პირობით, თუ ისინი მიღებულ ნაკვეთს გამოიყენებენ. მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ მიწა ხუთი წლის განმავლობაში გამოიყენონ ყოველგვარი გადასახადის გარეშე. შემდგომ, თუ ისინი დაამტკიცებენ, რომ მიწას მოიხმარენ, მათ შეეძლებათ უკვე საკუთარ თავზე გაიფორმონ ნაკვეთი.

XS
SM
MD
LG