Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სტუმრობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები


საქართველოში იმყოფებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ბორის ცილევიჩსი და კერსტინ ლუნდგრენი. თანამომხსენებლები ტრადიციულად ამზადებენ ანგარიშებს საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ. სამდღიანი ვიზიტისას ბორის ცილევიჩსი და კერსტინ ლუნდგრენი შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობის, პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების ვიზიტი 5 მაისს, საღამოს დასრულდება.

XS
SM
MD
LG