Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბელინგკეტი": აღმოსავლეთ უკრაინაში ავიალაინერი ჩამოაგდო რუსეთის საზენიტო-სარაკეტო დანადგარმა


აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის ავიაკატასტროფის გამომძიებელმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა გამოაქვეყნა მასალა, რომელიც აჩვენებს, რომ რუსეთის "ბუკის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარმა ჩამოაგდო მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი. ბრიტანელი გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფმა სახელწოდებით „ბელინგკეტმა“ 3 მაისის საღამოს გამოაქვეყნა ანგარიში. მასში ნათქვამია, რომ 2014 წლის 17 ივლისს ავიალაინერი ჩამოაგდო "ბუკის" ტიპის დანადგარმა საიდენტიფიკაციო ნომრით 332 და ის ეკუთვნოდა რუსეთში მდებარე კურსკის 53-ე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრიგადას. "ბელინგკეტი" იყენებს ფოტოსურათებს, რომლებიც ამ, 53-ე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრიგადის წევრებს 2010 წლის შემდეგ აქვთ ინტერნეტში გამოქვეყნებული. მათ საფუძველზე, "ბელინგკეტის" ექსპერტებმა აღმოაჩინეს შვიდი თავისებურება, რომელიც ჩანს აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის 17 ივლისს გადაღებულ საზენიტო-სარაკეტო დანადგარზეც. ამ მახასიათებლებს შორის არის ნაწილობრივ ჩაბნელებული საიდენტიფიკაციო ნომრები და საბურავების ტიპი. "ბელინგკეტმა" წელს თებერვალშიც გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც რუსეთის სამხედრო სარდლობის მაღალი რანგის წარმომადგენლები არიან დაკავშირებული სარაკეტო იერიშთან, რომელმაც 2014 წლის ივლისში მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი.

XS
SM
MD
LG