Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა საზეიმო ცერემონია


ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ქართული არმიის დაარსების დღე სამხედროების გარდა მიულოცა მთელ ქვეყანას და აღნიშნა, რომ „ქართული ჯარი ზუსტად ქართული სახელმწიფოს ხნისაა და მისი მთავარი საყრდენია." არმიის იუბილე სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი განცხადებით, ქართველი ჯარისკაცები აგრძელებენ ტრადიციებს წინაპრებისა, რომლებმაც ქვეყანა 21-ე საუკუნემდე მოიყვანეს, და იცავენ მშვიდობას როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი ჯარისკაცები აძლიერებენ ქვეყნის იმიჯს და გლობალურ სტაბილურობას. საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს და ხალხის სახელით გადაუხადა მადლობა სამხედრო მოსამსახურეებს და პატივი მიაგო დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.

XS
SM
MD
LG