Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები მოითხოვენ ტაჯიკეთში დაკავებული ადვოკატების გათავისუფლებას


უფლებადამცველი ორგანიზაციები „ჰუმან რაითს უოჩი“ და ნორვეგიის „ჰელსინკის კომიტეტი“ ტაჯიკეთს მოუწოდებენ, „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გაათავისუფლოს დაკავებული ადვოკატები. უფლებადამცველი ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი ადვოკატი, აგრეთვე სხვა ადვოკატის ორი ვაჟიშვილი დაპატიმრებულ, ან დაკავებულ იქნენ "პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით“ იმის გამო, რომ იცავდნენ მთავრობის პოლიტიკური ოპონენტების ინტერესებს, ან მზად იყვნენ, ხელი მოეკიდათ პოლიტიკურად მწვავე საქმეებისათვის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტაჯიკეთში სხვა ცნობილ ადვოკატებსაც არაერთხელ დამუქრებიან სიცოცხლის მოსპობით, ან შეთითხნილი ბრალდებების წაყენებით.

XS
SM
MD
LG