Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ-ყაიდა და თალიბანი ავღანეთის მთავრობასთან ბრძოლას ერთად გააქტიურებენ


ალ-ყაიდა უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს თალიბანთან ავღანეთში და მთავრობის ჯართან ამ დაჯგუფების ბრძოლას მხარს დაუჭერს, განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა ხუთ მაისს. ის თავისთავად არ წარმოადგენს არსებით საფრთხეს ავღანეთის მთავრობისთვის, მაგრამ, ბრიგადის გენერლის, ჩარლზს კლივლენდის თქმით, მათი თანამშრომლობა თალიბანისთვის შეიძლება სტიმული იყოს. გასულ შემოდგომაზე გამოაცხადა ალ ყაიდამ, რომ თალიბანს დაეხმარება, მას მერე, გენერლის თქმით, მეტ თანამშრომლობას ვხედავთ ამ დაჯგუფებებს შორის. მისი შეფასებით, ასიდან სამასამდე ალ-ყაიდელია ავღანეთში. მათი რიცხვი შემცირდა, მაგრამ აქვთ სწრაფი რეგენერირების უნარი, განაცხადა კლივლენდმა, რომელმაც დასძინა, რომ ოპიუმის კარგი მოსავალი, რაც მისი დაფინანსების უმთავრესი წყაროა, ასევე თალიბანის ზრდას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG