Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პრომოსკოვური პოლიტიკოსები არ სურს აშშ-ის ჯარისკაცების დაპატიჟება მათ ქვეყანაში


მოლდავეთის პრომოსკოვურად განწყობილმა პოლიტიკოსებმა უარი განაცხადეს, მხარი დაუჭირონ მთავრობის გეგმას, მიიპატიჟონ მათ ქვეყანაში აშშ-ის ჯარი და სამხედრო ტექნიკა, რათა მონაწილეობა მიიღონ 9 მაისს, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ორასამდე ამერიკელ ჯარისკაცი უკვე ჩავიდა მოლდავეთში 3 მაისს, რათა მონაწილეობა მიიღონ სამხედრო მანევრებში მოლდავეთის არმიასთან ერთად 20 მაისს. კიშინიოვში, აშშ-ის ელჩის, ჯეიმს პეტიტისთვის გაგზავნილ წერილში, მოლდავეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი, ვლადიმირ ვორონინი წერს, რომ გამარჯვების დღეს აშშ-ის სამხედროთა ყოფნა კიშინიოვში უდიდესი „შეცდომა იქნებოდა“, „გაუთვალისწინებელი შედეგით“. საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია. ოფიციალურად მოლდავეთი ნეიტრალურია, მაგრამ მისი პროდასავლური მთავრობა კარგ ურთიერთობაშია ნატოსთან. მოლდავეთის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის ლიდერმა, ვიტალი იგნატიევმა განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცების იქ ყოფნა „დესტაბილიზაციის ფაქტორია“.

XS
SM
MD
LG