Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დააპატიმრეს თემის საბჭოს წევრები ახალგაზრდა გოგოს ცოცხლად დაწვის განკარგულების გაცემის გამო


პაკისტანის პოლიციამ დააპატიმრა 15 კაცი, თემის საბჭოს წევრები, რომლებმაც განკარგულება გასცეს, ცოცხლად დაეწვათ 16 წლის გოგონა იმის გამო, რომ წყვილს დაეხმარა გაპარულიყვნენ. საიიდ ვაზირმა, ქალაქ დონგა გალის პოლიციის უფროსმა განაცხად, რომ 16 წლის გოგონა გასულ კვირაში დაწვეს ცოცხლად, და ეგრეთ წოდებული „ღირსების შელახვის გამო სიკვდილით დასაჯეს“. ვაზირის თქმით, საბჭომ ეს სასჯელი გამოიტანა იმის გამო, რომ მისი წარმოდგენით, სოფლის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზარალი მიადგა. წყვილმა გაპარვა მოახერხა. დაპატიმრებულთა შორის არიან გოგონას ძმა და დედა, რომლებიცგანაჩენს დაეთანხმნენ. პაკისტანში თემის საბჭოს გადაწყვეტილების აგვარებენ ხოლმე ადგილობრივი კონფლიქტებს, მაგრამ მათ განაჩენს არ აქვს კანონის ძალა.

XS
SM
MD
LG