Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში „ევროპის დღეების“ დაიწყო


საქართველოში 8 მაისიდან გაიხსნა „ევროპის დღეები" , რაც 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დღევანდელ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, რომელმაც საქართველოს ევროპული სახელმწიფო უწოდა. „საქართველო არის ევროპა არა იმდენად, რამდენადაც ჩვენ შეიძლება ვგავდეთ ჰოლანდიელებს ან ირლანდიელებს, არამედ იმდენად, რამდენადაც ჩვენ ჩვენს მრავალფეროვნებას ვმატებთ ევროპას, ევროპულ კულტურას, ევროპულ ცივილიზაციას, საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და არის თავისთავად ძალიან მრავალფეროვანი“, - განაცხადა ევროპის კვირეულის გახსნაზე სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

XS
SM
MD
LG