Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აცხადებს, რომ მისმა ჯარისკაცებმა სირიაში გაანადგურეს 55 ექსტრემისტი


თურქეთის მედია იუწყება, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა სირიაში იერიში განახორციელეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში, სადაც 55 ექსტრემისტი გაანადგურეს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, შეტაკებას ადგილი ჰქონდა ქალაქ ალეპოსთან, სადაც ცოცხალ ძალასთან ერთად, თურქმა სამხედროებმა, გაანადგურეს ასევე სამი ავტომობილი და სამი სარაკეტო დანადგარი. ამავე სააგენტოს ცნობით, ერაყის არმია ასევ გეგმავს იერიშს ჩრდილოეთ ერაყში, სადაც თურქეთში აკრძალული ქურთების მუშათა პარტიის საბრძოლო ჯგუფებია დაბანაკებული.

XS
SM
MD
LG