Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის ელჩი რუსეთის განცხადებას გამოეხმაურა


საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უწყება დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლება Noble Partner 2016-ს პროვოკაციად მიიჩნევს. ჰოლ ჰოლი ამბობს, საერთო წვრთნები უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და მეგობრობის გამოხატულებაა და “ ძალიან ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 150 სამხედროს გამოგზავნა გადაწყვიტაო”.თანამშრომლობა პროვოკაციაარ არისო, აცხადებს ჰოლ ჰოლი, პროვოკაციაა რუსეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს შორის დადებული შეთანხმებაო. მან თქვა ასევე, რომ აფასებს საქართველოს პარტნიორობას და წუხს იმ მსხვერპლის გამო, რომელიცქართველმა ხალხმაბრიტანელ, ამერიკელ და სხვა ხალხებთან ერთად გაიღო ბრძოლის ველზე.

XS
SM
MD
LG