Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშელ პლატინი გადადგება უეფას პრეზიდენტის პოსტიდან


უეფას პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ, გამოაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის შემდეგ კონგრესზე თანამდებობიდან გადადგება. ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ კი არ გააუქმა, არამედ ექვსიდან ოთხ წლამდე შეამცირა ვადა, რომლითაც უეფას ხელმძღვანელი ჩამოშორებული იყო ყოველგვარ საფეხბურთო საქმიანობას. საქმე ეხება პლატინისა და ფიფას ყოფილ პრეზიდენტს, ზეპ ბლატერს შორის მიღწეულ გარიგებას, რომლის თანახმად, პლატინის 2011 წელს ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადაუხადეს 1998-2002 წლებში შესრულებული საკონსულტაციო ხასიათის სამუშაოსთვის. სამკაციანმა საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა, რომ პლატინის ადვოკატების მიერ წარმოდგენილმა საბუთებმა ისინი ვერ დაარწმუნა, რომ ხსენებული თანხა კანონიერად იქნა გადახდილი, თუმცა შესაძლებლად მიიჩნია, რომ საფეხბურთო საქმიანობიდან ჩამოშორების ვადა ექვსიდან ოთხ წლამდე შეემცირებინა.

XS
SM
MD
LG