Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატენში აიღეს სტალინის ბიუსტი, რომელიც 9 მაისს დადგა აქტივისტების ჯგუფმა


გორის რაიონის სოფელ ატენში გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა აიღეს სტალინის ბიუსტი, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეებმა დადგეს 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით. იუწყებიან აგრეთვე, რომ ღამით სტალინის ბიუსტს ვარდისფერი საღებავი შეასხეს. ადგილობრივი აქტივისტები ლოლა ლომიძე და ბესო ლორია აცხადებენ, რომ მათ შეასხეს საღებავი სტალინის ბიუსტს.

XS
SM
MD
LG