Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეაში აღლუმით აღნიშნეს პარტიის ყრილობის დასრულება


ჩრდილოეთ კორეაში ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა აღლუმზე მუშათა პარტიის ყრილობის დასრულებასთან დაკავშირებით. აღლუმი ჩაიბარა ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური რეჟიმის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ხოლო სახალხო ასამბლეის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, კიმ იონგ ნამმა აღლუმის მონაწილეებს მიმართა სიტყვებით: "გაუმარჯოს დიად ლიდერსა და ძლევამოსილ ძვირფას ამხანაგს, კიმ ჩონ ინს". ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის ყრილობა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პირველად გაიმართა. მან პოზიცია გაუმყარა კიმ ჩენ ინს, რომელიც პარტიის თამჯდომარედ დაამტკიცეს. ამავე დროს ყრილობაზე, რომელშიც 3400-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა, მხარი დაუჭირეს კიმ ჩენ ინის კურსს, რომელიც ბირთვული იარაღის განვითარებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG