Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია გაიდარი ტოვებს ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, მოადგილის პოსტს


ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მოადგილე მარია გაიდარი ამ პოსტს ტოვებს. უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ გაიდარის პრესმდივნის, ვიქტორია სიბირის, განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გადაწყვეტილების მიზეზია 1 მაისს ამოქმედებული კანონი, რომელიც კრძალავს სახელმწიფო სამსახურისა და დეპუტატის სტატუსის შეთავსებას. გაიდარი საოლქო საბჭოს დეპუტატიც არის. ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2015 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სთხოვა რუსი პოლიტიკოსის, მარია გაიდარისათვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება და ოდესის გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნა. პოროშენკომ ორივე თხოვნა შეასრულა და მომდევნო თვეში გაიდარი წარადგინა ოდესის საოლქო საბჭოში პარტიის „პეტრო პოროშენკოს ბლოკ "სოლიდარობის“ კანდიდატად. მარია გაიდარი არის რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ეგორ გაიდარის ქალიშვილი და მკაცრად აკრიტიკებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას.

XS
SM
MD
LG