Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა 45 ადამიანი


თურქეთში დანაღმული ავტომანქანით მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი. აფეთქება, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დიარბაკირში მოხდა, მიმართული იყო პოლიციის ავტომანქანის წინააღმდეგ. ოფიციალური ინფორმაციით, დაიჭრა 45 ადამიანი, მათ შორის 12 პოლიციელი. ჯერ არავის უკისრია პასუხისმგებლობა აფეთქებაზე, რომელიც უმეტესწილად ქურთებით დასახლებულ ქალაქში მოხდა. 10 მაისს, უფრო ადრე, ორი პოლიციელი დაიღუპა აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ვანის პროვინციაში გზის პირას ჩადებული ბომბის გაუვნებელყოფის მცდელობისას. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ანტოლია“. სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ძალადობამ იმატა მას შემდეგ, რაც 2015 წლის ივლისში ჩაიშალა მყიფე ზავი მთავრობასა და "ქურთისტანის მუშათა პარტიას" (პე-კა-კა-ს) შორის. განახლებულმა კონფლიქტმა უკვე ასობით ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG