Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა ბურჭულაძემ დაადასტურა, რომ პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს


„საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ დაადასტურა, რომ პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს. ბურჭულაძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქმნის პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის,“ რომლის მიზანი იქნება შეცვალოს პოლიტიკაში მყოფი ხალხი, თავად პოლიტიკა და მთლიანად ქვეყანა. „როცა „იავნანას“ ფონდი შევქმენი, გავხდი ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების ერთად შეკრების, მათთან ერთ გუნდში ყოფნისა და მუშაობის სპეციალისტი. სწორედ ეს გამოცდილება მინდა გამოვიყენო ჩემი ქვეყნისთვის, ხელი შევუწყო ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების გაერთიანებას, ერთ გუნდად შეკვრას და მათთან ერთად დაუღალავ შრომას“ - ნათქვამია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში. ის აღნიშნავს, რომ საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს ევროპულ გზას და უნდა იყოს არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, არამედ ღირსეული, საკუთარი ტრადიციების მქონე, დამოუკიდებელი და სამაგალითო. „გვინდა რომ ევროპულ ოჯახში თანაცხოვრებით მოვიგოთ ჩვენ და გავამდიდროთ ევროკავშირი ჩვენი ღირებულებებით. არ გვინდა რომ ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ, მისივე გემოვნებით შექმნილ სამყაროში“ - ნათქვამია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG