Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუმინეთში განათავსებს ანტისარაკეტო სისტემას


რუმინეთში მდებარე დევესელის ბაზაზე ხუთშაბათს ნატოს ანტისარაკეტო ფარი შევა მოქმედებაში. რუმინელი მოხელეების გარდა როიტერსის ინფორმაციით, „იჯისის“ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ამოქმედების ცერემონიაში რუმინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა მონაწილეობას მიიღებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ევროპაში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის რობერტ ბელის თანახმად, სულ მალეანტისარაკეტო ფარი გადაეცემა ნატოს სარდლობას, რომელმაც ევროპაში ალიანსის ქვეყნების საჰაერო თავდაცვა უნდა უზრუნველყოს. ამას გარდა 13 მაისს პოლონეთის დაბა რედზიკოვოშიაშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის კომპლექსური სისტემის მშენებლობა დაიწყება.

XS
SM
MD
LG