Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ევროკავშირის მინისტრი იმედით არ უყურებს უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას


თურქეთის ევროკავშირის მინისტრი აცხადებს, რომ არ არის იმედიანად განწყობილი ევროკავშირთან იმ შეთანხმების მიღწევის თაობაზე, რომელმაც თურქეთის მოქალაქეებს ბლოკში უვიზო მოგზაურობის უფლება უნდა მისცეს. „ამ ეტაპზე არ ვიტყოდი, რომ ძალიან იმედიანად ვართო“, უთხრა ევროკავშირის საკითხების მინისტრმა, ვოლკან ბოზკირმა ჟურნალისტებს 13 მაისს, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკება გამართა ევროკავშირის გაფართოების კომისართან, იოჰანეს ჰანთან. ბოზკირის თქმით, მოლაპარაკება ჩიხშია შესული და ევროკომისიამ „ახალი ფორმულა“ უნდა იპოვოს პრობლემის გადაჭრის მიზნით. ევროკავშირი აცხადებს, რომ თურქეთმა რამდენიმე საკვანძო კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, მისი ფართო ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეკვეცის ჩათვლით. პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ამაზე უარს აცხადებს და ევროკავშირს ახალი წინაღობების დაწესებაში სდებს ბრალს. ერდოანი გამოვიდა მუქარით, რომ თურქეთმა, შესაძლოა, თავისი მიმართულებით გააგრძელოს სვლა, თუ შეთანხმების მიღწევა არ მოხერხდება. ევროკავშირი და უფლებადამცველი ჯგუფები ანკარას ადანაშაულებენ ფართო ანტიტერორისტული კანონმდებლობის გამოყენებაში ჟურნალისტებზე ზეწოლის მოხდენის და კრიტიკის ჩახშობის მიზნით. უვიზო მოგზაურობის საკითხი ნაწილია თურქეთ-ევროკავშირის შეთანხმებისა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის მიგრაციის კრიზისის განმუხტვას.

XS
SM
MD
LG