Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰისბალაჰი ჯიჰადისტებს სდებს ბრალს მისი ერთ-ერთი მაღალი რანგის მეთაურის მკვლელობაში


ლიბანის შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება ჰისბალაჰი ჯიჰადისტებს სდებს ბრალს მისი ერთ-ერთი მაღალი რანგის მეთაურის მკვლელობაში. 13 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მუსტაფა ბადრედინი სირიაში, დამასკის აეროპორტის მახლობლად იქნა მოკლული. 14 მაისს კი დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბადრედინი დაიღუპა სუნიტი ექსტრემისტების მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად. ჰიზბალაჰის განცხადებაში ნაგულისხმევია „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ყაიდის“ ტიპის ექსტრემისტული დაჯგუფებები. ბადრედინის სიკვდილი ჰიზბალაჰისთვის უდიდესი დარტყმაა 2008 წლის შემდეგ, როცა სირიაში მოკლულ იქნა მისი გასამხედროებული ფრთის მეთაური იმად მუღნიე.

XS
SM
MD
LG