Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელის პრეზიდენტი მადურო დაიმუქრა, რომ კონტროლს დააწესებს ფაბრიკებზე, რომლებმაც მუშაობა შეწყვიტეს


ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაიმუქრა, რომ კონტროლს დააწესებს ფაბრიკებზე, რომლებმაც მუშაობა შეწყვიტეს, და რომ მათ მფლობელებს დააპატიმრებს. კარაკასში თავისი მომხრეების წინაშე გამოსვლისას მადურომ თქვა, რომ ვენესუელამ უნდა აღადგინოს საწარმოო საშუალებები, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ღრმა ეკონომიკურ კრიზისს. შაბათს ვენესუელაში პრეზიდენტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციები გაიმართა. ოპოზიციამ საარჩევნო საბჭოში ჩააბარა 1,85 მილიონამდე ხელმოწერა იმის მოთხოვნით, რომ გაიმართოს რეფერენდუმი პრეზიდენტისთვის უფლებამოსილებების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

XS
SM
MD
LG