Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერძენ კოლეგას, ალექსის ციპრასს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთში ვიზიტის დროს შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ალექსის ციპრასს. ქალაქ თესალონიკიში შეხვედრისას, საუბარი შეეხო ორმხრივ მეგობრულ კავშირებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს. საბერძნეთში კვირიკაშვილის ვიზიტი დაკავშირებულია ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიასთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბერძენ კოლეგასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

XS
SM
MD
LG