Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ბრიუსელს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტუმრა ბრიუსელს, რომელიც 19-20 მაისს მასპინძლობს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ავღანეთში არსებულ ვითარებას და ნატოს მისიის სამომავლო გეგმებს.

XS
SM
MD
LG