Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა პოლიციელმა რვა თანამებრძოლი დახოცა და თალიბანს შეუერთდა


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, რვა პოლიციელი დაიღუპა მათი კოლეგის მიერ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სამხრეთ ზაბულის პროვინციაში. პროვინციის პოლიციის უფროსის მოადგილის გილემ ჯალანი ფარაჰის ცნობით, ინცინდენტი პროვინციის დედაქალაქ ქალათის ერთ-ერთ საგუშაგოსთან მოხდა. პოლიციის მაღალჩინოსნის თქმით, თავდამსხმელმა გაიტაცა საბრძოლო იარაღი, აღჭურვილობა და ავტომობილით მიიმალა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ორგანიზაცია თალიბანმა იკისრა, რომელიც აცხადებს, რომ თავდამსხმელი მათ მხარეზე გადავიდა.

XS
SM
MD
LG