Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაპოვნია ეგვიპტის ავიახაზების თვითმფრინავის ნამტვრევები


ეგვიპტის ავიახაზების ვიცე-პრეზიდენტმა ტელეკომპანია სიენენს უთხრა, რომ უკვე ნაპოვნია იმ თვითმფრინავის ნამტვრევები, რომელიც 19 მაისს, ხმელათაშუა ზღვის თავზე გაუჩინარდა. პარალელურად, საუდის არაბეთის ტელეკომპანია ალ-არაბიას საინფორმაციო არხი იუწყება, რომ კატასტროფის ადგილას აღმოჩენილია რამდენიმე მსხვერპლის გვამი. ამ განცხადებებამდე რამდენიმე საათით ადრე საბერძნეთის სამხედრო უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ კუნძულ კრეტის ნაპირებთან აღმოაჩინეს სავარაუდოდ ამ თვითმფრინავის ფრაგმენტები. ვაშინგტონში თეთრი სახლი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ნაადრევია კატასტროფის მიზეზების დადგენა. ეგვიპტელი ოფიციალური პირების ნაწილი აცხადებს, რომ საქმე შესაძლოა ტერორისტულ თავდასხმასთან გვქონდეს და რომ შესწავლის პროცესშია მგზავთა სია, მათ შორის ექსტრემისტების ყოფნის დასადგენად. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა უფრო ადრე განაცხადა, რომ არც გამოირიცხება და არც უპირატესობა ენიჭება კატასტროფის მიზეზების რომელიმე ვერსიას. თვითმფრინავში 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იყო.

XS
SM
MD
LG