Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს სავარაუდო ისლამისტი ექსტრემისტები


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ექვსი ისლამისტი ექსტრემისტი იქნა მოკლული მანამ, სანამ განახორციელებდნენ დაგეგმილ თავდასხმას პანჯუბის ცენტრალურ პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ უნივერსიტეტზე. კონტრტერორისტული პოლიციის წარმომადგენლებმა 20 მაისს განაცხადეს, რომ ექსტრემისტების ჯგუფი დერა ღაზი ხანის რეგიონში, ქალაქ მულთანთან ახლოს იმყოფებოდა, როცა მათზე პოლიციამ მიიტანა იერიში, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ოფიციალური პირების თქმით, ექსტრემისტები ემზადებოდნენ ახლოს მდებარე ბაჰაუდინ ზაქარიას უნივერსიტეტზე თავდასხმისთვის. 18 მაისს პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა მულთანთან ახლოს მდებარე სოფელ ნავაბპურში დახოცეს რვა სავარაუდო ექსტრემისტი. კონტრტერორისტული უწყების წარმომადგენლების ინფორმაციით, მოკლულ ექსტრემისტთა ნაწილი პაკისტანში ალ-ყაიდის წევრი იყო.

XS
SM
MD
LG