Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველები განაგრძობენ წყლიდან დაღუპული მგზავრების ნარჩენების ამოტანას


ეგვიპტის ტერიტორიულ წყლებში მაშველები განაგრძობენ ჩამოვარდნილი ლაინერის, ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავ A 320- ის ნამსხვრევების, დაღუპული მგზავრების გვამების ნარჩენების და ბარგისა, თუ პირადი ნივთების წყლიდან ამოტანას და ერთად შეგროვებას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფამდე ცეცხლის კვამლმა იჩინა თავი თვითმფრინავის საპირფარეშოში. მაშველებმა თვითმფრინავის ნამსხვრევები და დაღუპული მგზავრების გვამები ალექსანდრიიდან 180 კილომეტრის დაშორებით ხმელთაშუა ზღვაში აღმოაჩინეს. ისინი განაგრძობენ საბორტო ჩამწერი „შავი ყუთის“ მოძიებას, რამაც, სავარაუდოდ, ნათელი უნდა მოჰფინოს თვითმფრინავის დაღუპვის გამომწვევ მიზეზებს. პარიზი-კაიროს რეისის თვითმფრინავი MS804, რომელშიც 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა, 19 მაისს, ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შესვლისთანავე, გაქრა რადარებიდან. სალოკაციო სადგურებმა სულ ბოლოს თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის თავზე დააფიქსირეს. საფრანგეთისა და ეგვიპტის ხელისუფლებები ავიაკატასტროფაზე საუბრის დროს არ გამორიცხავენ ტერაქტის ვერსიას.

XS
SM
MD
LG