Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კომისია შუალედური არჩევნების შედეგების დათვალას შეუდგა


საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურას დასრულებულად და არჩევნებს ორმოცდახუთივე უბანზე მშვიდ ვითარებაში ჩატარებულად მიიჩნევს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, რომელმაც ამის შესახებ 22 მაისს გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. ჟვანიას ინფორმაციით, სულ შესულია 19 საჩივარი, აქედან ოლქში 11, ხოლო საუბნო კომისიებში 8 საჩივარი დაფიქსირდა. საჩივრები უმეტესად ტექნიკური ხასიათისაა. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 14,77% გლდანში, ხოლო ყველაზე მაღლი აქტივობა - 64,9% ზუგდიდში დაფიქსირდა. თამარ ჟვანიას განცხადებით, კორცხელის თემში მომხდარმა ინცინდენტმა საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ეფექტურად წარიმართება. „ გამოძიება დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ დროულად დასრულდება, დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან. ეს უნდა გახდეს მაგალითი. საარჩევნო პროცესებში ძალადობის ადგილი არ არის და ეს უნდა დასრულდეს”, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ. ცენტრალური საარჩევნო კომისია შუალედრი არჩევნების შედეგების დათვლას შეუდგა.

XS
SM
MD
LG