Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადენში თავდასხმებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა


იემენის სამხრეთში სისხლიანი თავდასხმები მოხდა, რომლებსაც სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა. სანავსადგურო ქალაქ ადენში პირველი აფეთქება თვითმკვლელმა მანქანით მოაწყო. მისი სამიზნე იყო იემენის არმიაში ჩასაწერად რიგში მდგომი ახალგაზრდების ჯგუფი. მეორე აფეთქება მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზასთან მოხდა. ამ აფეთქებებისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ალ-ყაიდამ და „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა აიღეს თავიანთ თავზდე პასუხიმგებლობა ბოლო ხანს ამ ქვეყნის არმიის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებისთვის.

XS
SM
MD
LG