Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ორ ქალაქში აფეთქებებმა შეიწირა, სულ ცოტა, 148 ადამიანი


სირიელი აქტივისტების ცნობით, აფეთქებების მთელმა სერიამ, სულ ცოტა, 148 ადამიანი შეიწირა ორ ქალაქში, სადაც ძლიერი პოზიცია აქვთ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს. ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმებზე თართუზსა და ჯაბლეში. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, სულ ცოტა, 100 ადამიანი დაიღუპა ჯაბლეში და 48 თართუზში. ხოლო სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა“ როგორც იუწყება, აფეთქებები მიმართული იყო ავტობუსის სადგურების, საავადმყოფოსა და სხვა ობიექტების წინააღმდეგ. ბაშარ ალ-ასადის მთავარ მოკავშირეს, რუსეთს, მომცრო სამხედრო-საზღვაო ბაზა აქვს თართუზში და საჰაერო ბაზა - ჯაბლეს მოხლობლად. ეს ორი ქალაქი შედარებით ნაკლებად დაზარალდა ომში, რომელმაც სირიაში 2011 წლის მარტის შემდეგ, სულ ცოტა, 270 ათასი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG