Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ხუთი ადამიანი დაიღუპა გზაზე ბომბის აფეთქების შედეგად


ავღანეთში ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა გზაზე ჩადებულ ბომბზე ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ინციდენტი სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში მოხდა. პროვინციის გუბერნატორის პრესმდივნის ინფორმაციით, დაიჭრა ოთხი ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG