Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში, როგორც ჩანს, რუსეთის ვერტმფრენები გაანადგურეს სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას


აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის, „სტრატფორის“ განცხადებით, თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებზე ჩანს, რომ სირიაში სამხედრო-საჰაერო ბაზას, რომელსაც რუსეთი იყენებს, მძიმე ზიანი მიადგა საარტილერიო იერიშის შედეგად. სტრატფორმა 24 მაისს გაავრცელა ცნობა, რომ იერიშის შედეგად, როგორც ჩანს, განადგურდა რუსეთის მი-24 ტიპის ოთხი ვერტმფრენი. სამხედრო-საჰაერო ბაზა მდებარეობს ცენტრალურ სირიაში, ბოლოხანს გათავისუფლებული ქალაქ პალმირის მახლობლად. ამავე სურათებზე მითითებით, „სტრატფორი“ აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, განადგურებულია 20-მდე ავტომანქანაც. 14 მაისს ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ" გაავრცელა ცნობა, რომ სირიაში იერიში განახორციელა სამხედრო ბაზაზე და გაანადგურა რუსეთის ოთხი ვერტმფრენი, ისევე როგორც საბრძოლო მასალით დატვირთული 20 მანქანა. რუსეთს არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება ამ ინციდენტზე.

XS
SM
MD
LG