Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლო ხადიჯა ისმაილოვას სარჩელს განიხილავს


აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლო დღეს განიხილავს მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტის, ჩვენი რადიოს თანამშრომლის, ხადიჯა ისმაილოვას სარჩელს. ის ასაჩივრებს 7,5 წლით პატიმრობას ბრალდებებით, რომლებიც ბევრს მიაჩნია ანგარიშსწორებად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის კორუფციაში მამხილებელი რეპორტაჟებისათვის. ისმაილოვა 2014 წლის დეკემბერში დააკავეს და პატიმრობა 2015 წლის სექტემბერში მიუსაჯეს ფინანსურ დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. მის გათავისუფლებს მოითხოვენ დასავლეთის მთავრობები და უფლებადამცველი ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი აპირებს 27 მაისს 40 ქალაქში აღნიშნოს ხადიჯა ისმაილოვას დაბადების დღე. მას 40 წელი უსრულდება.

XS
SM
MD
LG