Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლების სამი უმაღლესი პირი დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ ერთმანეთს


საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ ერთმანეთს და უკომენტაროდ დატოვეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ შენობა. ეს შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ იყო, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც, ალბათ, სასწრაფოდ მოთათბირება გახდა საჭირო, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა. კითხვაზე, ხომ არ ეხებოდა შეხვედრა არჩევნებს, ან „რესპუბლიკურ პარტიას“, ფიქრია ჩიხრაძემ უპასუხა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ საკითხი პრეზიდენტის განსახილველი არ არის. „არის მთელი რიგი საკითხები. მათ შორის ვარშავის სამიტი და უშიშროების საბჭოს მოწვევის თემა, რომელზეც შესაძლოა ისაუბრეს“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

XS
SM
MD
LG