Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორდოში გაიმართება გიორგი კვირიკაშვილისა და ფრანსუა ოლანდის შეხვედრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეწვია საფრანგეთს, სადაც დღეს შეხვდება პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს. მათი პირისპირ შეხვედრა ქალაქ ბორდოში გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ბორდოში იხსნება „ღვინის ქალაქი,“ რომლის მუზეუმი მუდმივ და დროებით გამოფენებთან, დეგუსტაციებსა და სამეცნიერო კონფერენციებთან ერთად, წელიწადში ერთხელ უმასპინძლებს საზაფხულო გამოფენას „მოწვეული ვენახი." ამ ციკლის პირველი გამოფენა, სახელწოდებით „საქართველო - მეღვინეობის აკვანი," 2017 წელს გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად საფრანგეთში იმყოფებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მისი მოადგილე ლევან დავითაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

XS
SM
MD
LG