Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მოქალაქეებს აფრთხილებს ზაფხულში ევროპაში ტერაქტების საფრთხის შესახებ


აშშ თავის მოქალაქეებს აფრთხილებს ამ ზაფხულში ევროპაში შესაძლო ტერაქტების საფრთხის შესახებ. ამ ინფორმაციით, ტერაქტები შესაძლოა მოეწყოს საფრანგეთში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს, თუმცა ვაშინგტონი არ საუბრობს რაიმე კონკრეტულ საფრთხეზე. პარიზში 10 ივნისს იწყება ევრო 2016, რომელიც მთელი თვე გაგრძელდება და ორ მილიონამდე ადამიანს მიიზიდავს. ევროპაში უსაფრთხოების საკითხებისადმი ყურადღება გაზრდილია მას შემდეგ, რაც პარიზში 130 ადამიანი შეიწირა შარშან 13 ნოემბერს მოწყობილმა ტერაქტებმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 31 მაისს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ამერიკელ მოქალაქეებს აფრთხილებს ევროპაში ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტი რეგულარულად ავრცელებს ხოლმე ცალკეულ ქვეყნებში პოტენციურ საფრთხეებზე მისათითებელ განცხადებებს. ზოგჯერ ასეთი განცხადება მთელ კონტინენტს ეხება.

XS
SM
MD
LG