Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს აკრძალული ისლამური პარტიის ორ ლიდერს


ტაჯიკეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს აკრძალული ისლამური ორგანიზაციის, "აღორძინების პარტიის" ორ ლიდერს, საიდამირ ჰუსაინისა და მუჰამად ჰაიტს. ხოლო პარტიის კიდევ 11 წევრს - 14-იან 28 წლამდე პატიმრობა შეუფარდეს. ჯგუფს ბრალად ედება თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, აბდუჰალიმ ნაზარზოდასთან ერთად შეთქმულებაში მონაწილეობა 2015 წლის სექტემბერში შეიარაღებული ბრძოლის გზით ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. სასამართლო პროცესები დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ყველა ბრალდებული - მათი ახლობლების თქმით - თავს უდანაშაულოდ ცნობს. ბრალდების მხარის ვერსიით, ნაზარზოდას ხელმძღვანელობით მოეწყო თავდასხმები პოლიციის სადგურზე და იარაღის საცავზე, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, 26 ადამიანი. თვით ნაზარზოდა, ცნობების თანახმად, მოკლეს მთავრობის ჯარების სპეცოპერაციის შედეგად.

XS
SM
MD
LG