Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიონელ მესი ამბობს, რომ არაფერი იცოდა გადასახადებისთვის თავის არიდების სქემაზე


ფეხბურთის ვარსკვლავი, ლიონელ მესი ამბობს, რომ კონტრაქტებზე ხელმოწერისას, არაფერი იცოდა გადასახადების თავის არიდების სქემაზე, რომელშიც მას ადანაშაულებენ. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად ხუთჯერ დასახელებული არგენტინელი სპორტსმენი 2 ივნისს გამოცხადდა ბარსელონის სასამართლოში მამამისთან, ხორხე ორასიო მესისთან ერთად ფინანსურ მაქინაციებში ბრალდებასთან დაკავშირებით. 4,1 მილიონი ევროს გადაუხდელობის ბრალდებით დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მოსალოდნელია, რომ მესიც და მამამისიც გადაურჩებიან პატიმრობას, მაგრამ მსხვილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ლიონელ მესი მეათე ადგილზეა განვლილი ათწლეულის ყველაზე დიდშემოსავლიან ათლეტებს შორის. მას, სავარაუდოდ, 350 მილიონამდე დოლარი აქვს მიღებული.

XS
SM
MD
LG