Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში დააკავეს ოპოზიციის ლიდერი და მისი თანამებრძოლები


ბელორუსიის პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა ოპოზიციის ლიდერი ანატოლი ლებედკო და მისი ორი თანამებრძოლი. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰანა კრასულინამ განაცხადა, რომ ამ პარტიის ლიდერები 2 ივნისს ქალაქ კრუპკის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს დაკითხვაზე. მათ ბრალად ედებათ არალეგალურად დაბეჭდილი მასალების გავრცელება. ანატოლი ლებედკო ოპოზიციური საქმიანობისთვის ადრეც არაერთხელ დაუკავებიათ, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებდნენ.

XS
SM
MD
LG