Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერის ჩანგ გაოლის შეხვედრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგში იყო „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საკითხები. გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველო გახსნილია ჩინელი ხალხისთვის, ჩინური ინვესტიციებისა და ინოვაციური იდეებისთვის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ჩინეთთან პარტნიორობას. გიორგი კვირიკაშვილმა და ჩანგ გაოლიმ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისადმი და იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკება რაც შეიძლება სწრაფად და წარმატებით დასრულდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩინეთი საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და ქვეყნის ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია. ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ექსპორტი, 107%-ით გაიზარდა.

XS
SM
MD
LG