Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობებმა, სულ ცოტა, 10 ადამიანი შეიწირა საფრანგეთსა და გერმანიაში


მეტეოროლოგები მომდევნო დღეებშიც ძლიერ წვიმებს მოელიან საფრანგეთსა და გერამანიაში, სადაც წყალდიდობებმა, სულ ცოტა, 10 ადამიანი შეიწირა. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. პარიზში მდინარე სენის წყლის დონე მატულობს, რის გამოც, მაგალითად, ლუვრის ცნობილი მუზეუმის თანამშრომლებს მოუხდათ მიწისქვეშა საცავებიდან ექსპონატების ნაწილის ამოტანა. პარიზსა და მის მახლობლედ მდებარე დასახლებებში 24 ათასამდე სახლია დარჩენილი ელექტრომომარაგების გარეშე. გერმანიაში წყალდიდობამ დააზარალა სამხრეთში მდებარე ბავარიისა და რაინლად-პფალცის მხარეები. მარტო ბავარიაში სტიქიამ ექვსი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG