Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მუჰამედ ალი


74 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი. ოჯახის წარმომადგენლის ცნობით, ალი პარასკევს გარდაიცვალა აშშ-ის არიზონის შტატის ქალაქ ფენიქსის საავადმყოფოში, სადაც წინა დღეს მოათავსეს სასუნთქი სისტემის დაავადებით. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობას ართულებდა პარკინსონის დაავადება, რომელიც ალის ჯერ კიდევ 42 წლის ასაკში დაუდგინეს. მუჰამედ ალი, რომელიც მაჰმადიანობის მიღებამდე კასიუს კლეის სახელით იყო ცნობილი, სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოკრივედ და, საერთოდ, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სახელმოხვეჭილ სპორტსმენად ითვლება. მან სამჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მძიმე წონის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, იყო რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ხანგრძლივი პროფესიული კარიერის მანძილზე, 1964-დან 1981 წლამდე ჩატარებული 61 ბრძოლიდან მან 56 მოიგო. ალის დაკრძალავენ მისსავე მშობლიურ ქალაქ ლუივილში (კენტუკის შტატი).

XS
SM
MD
LG