Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში უფრო მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის გაგზავნას თანხმდება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა დაეთანხმოს აღმოსავლეთ უკრაინაში დამატებითი სამხედრო დამკვირვებლის გაგზავნას, რომლებიც პისტოლეტებით იქნებიან შეიარაღებულები. ამის შესახებ ლავროვმა ისაუბრა 4 ივნისს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში. მანამდე ეუთომ განაცხადა, რომ სურს შეიარაღებული პოლიციური მისიის გაგზავნა აღმოსავლეთ უკრაინაში, ადგილობრივი არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტებსა და უკრაინის მთავრობას შორის მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე 2015 წლის მინსკის სამშვიდობო შეთანხმება დონბასში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG