Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესი დაიწყო


საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესი დაიწყო. "ხიზაბავრის მესხური ტერასების" ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების პირველი ნერგები, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, „ვარძიის ტერასების“ დირექტორმა გიორგი ნათენაძემ და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ჩაყარეს. „27 ისტორიული მესხური ჯიშის ვაზი გაშენდა ამ ტერიტორიაზე და მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ "ქართუს", რომელმაც დაახლოებით, 20 მილიონი ლარის ღირებულების ჯიღაურას საჯიშე მეურნეობა გადმოსცა უსასყიდლოდ სახელმწიფოს, სადაც არის 460-ზე მეტი ისტორიული ქართული ყურძნის ჯიში აღდგენილი და შენარჩუნებული, ასევე უცხოური ჯიშებიც და ეს არის უდიდესი, საშვილიშვილო საქმე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტით რეგიონში აღდგა უძველესი ხელობები, მათ შორის ქვაზე მუშაობა, რაც რეგიონს გააცოცხლებს და მას მეტი სტუმარი ეყოლება.

XS
SM
MD
LG