Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელი და კობალაძე ავღანეთში ჩავიდნენ


ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადების პერიოდში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა და ის ბაზები დაათვალიერა, სადაც ქართველი ჯარისკაცები ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიაში მონაწილეობენ. მასთან ერთად ავღანეთში იმყოფება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი, გენერალი კობა კობალაძე. თინა ხიდაშელმა და კობა კობალაძემ ერთად დაათვალიერეს ბაგრამის საავიაციო ბაზა, სადაც ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში მეორე თვეა ასრულებს სამხედრო მისიას თავდაცვის სამინისტროს 52-ე ბატალიონი.

XS
SM
MD
LG