Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დააკავეს საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც 15 ტერაქტს გეგმავდა ევროპაში


უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გასულ თვეში უკრაინაში დააკავეს საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც გეგმავდა 15 ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას საფრანგეთში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს. უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილ ჰრიცაკმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ დაკავებული პირი აპირებდა „აეფეთქებინა მეჩეთები, სინაგოგები, საგადასახადო უწყებები, პოლიციის ოფისები და სხვა ორგანიზაციები“. 4 ივლისს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა ცნობა, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მაისში დააკავეს პირი, რომელსაც დიდი რაოდენობით იარაღი აღმოუჩინეს. დაკავებულს ჰქონდათ კალაშნიკოვის ტიპის ხუთი ავტომატი, ხუთი ათასამდე ვაზნა, ანტისატანკო რაკეტა მტყორცნი, 125 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, ასი დეტონატორი, 20 ნიღაბი და სხვა ნივთები.

XS
SM
MD
LG